შალვა თადუმაძე: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება
დღეს მოქმედი კანონმდებლობით მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.
“დაზარალებულის სტატუსი სასამართლოში იქნა გასაჩივრებული, სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.
კანონმდებლობა თუ შეიცვლება ამ მიმართულებით, მაშინ მას მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მას ვერ მიენიჭება და არ აქვს ეს სტატუსი.
თადუმაძე მაკო გომურის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით მას უსმენენ და მისი “მესიჯები“, რომლებიც 20 ივნისის ღამეს უკავშირდება, იშლება.
“არ ვიცი ვის უსმენენ. ამასთან დაკავშირებით შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს”, – აღნიშნა თადუმაძემ.