შალვა თადუმაძე უწყების ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებზე: სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ

სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ, რადგან აქ არ არის კონკრეტიკა მითითებული, – ასე გამოეხმაურა გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უწყების ყოფილი თანამშრომლის, სალომე ადეიშვილის პოსტს, რომელმაც სამსახური უწყებაში, მისივე თქმით, არსებული პრობლემების გამო დატოვა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს ინფორმაცია იქნებოდა უფრო კონკრეტული გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია 4-5 წელზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ყოფილი პროკურორი ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ, რადგან აქ არ არის კონკრეტიკა მითითებული, – განმარტა თადუმაძემ.

პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, სალომე ადეიშვილმა რამდენიმე დღის წინ საჯარო განცხადება გაავრცელა, რომელშიც პროკურატურაში არსებულ იმ მდგომარეობაზე საუბრობს, რის გამოც, სამსახურიდან წამოსვლა მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები