სოსო არჩვაძე: სსფ-ის ეს შეფასება ადასტურებს, რომ ვაგრძელებთ რეფორმებს და სწორ ფისკალურ პოლიტიკას ვახორციელებთ

მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა. გაუმჯობესდა საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძე, სსფ-ს ანგარიშს, რომლის მიხედვით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს შეფასება ადასტურებს, რომ ვაგრძელებთ რეფორმებს და სწორ ფისკალურ პოლიტიკას ვახორციელებთ.

“როდესაც ვსაუბრობთ, რა წარმატებებს მიაღწია ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციის შემცირებისა თუ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და როგორია ამ კუთხით ჩვენი პარტნიორების შეფასებები, კიდევ ერთი პოზიტიური მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 28 ოქტომბერს გამოქვეყნებული რეგიონული მიმოხილვა, სადაც ცალკე თავი ეთმობა საქართველოში წარმატებით განხორციელებული ფისკალური რეფორმების ანალიზს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მოქნილი ფისკალური წესების საშუალებით, შეიზღუდა სახელმწიფო ვალის ზრდა და შემცირდა მთავრობის დანახარჯების მერყეობა. გაუმჯობესდა საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ საქართველო მიღწეული პროგრესის მიხედვით, უპირობო ლიდერს წარმოადგენს რეგიონში და ქვეყანა დასახელებულია როგორც ფისკალური რეფორმის წარმატებული მაგალითი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეს შეფასება, ისევე როგორც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება, ვფიქრობ, ადასტურებს რომ ჩვენ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ განვაგრძობთ რეფორმებს, ვახორციელებთ სწორ ფისკალურ პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას,”- წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები