ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა, შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ციხიდან წერილობით დააყენა. მან საკუთარ განცხადებაში მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა.

სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს.

სასამართლო პროცესს თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროსტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს სავალდებულო წესით ადვოკატი დაენიშნება.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები