2023 წლისათვის საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი ექნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოში 2023 წელს დასრულდება.

როგორც თველაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გასზაცავის მშენებლობით სამი კომპანია დაინტერესდა ვინ ააშენებს გასზსაცავ ტენდერის შედეგად გადაწყდება.

თვალებეიშვილის განმარტებით, მშენებლობისათვის საჭირო 250 მლნ ევროს მოცულობის სესხი KFW–სა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან პროექტს უკვე დამტკიცებული აქვს. სესხს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საკუთარი სახსრებით მოემსახურება. გაზსაცავის სავარაუდო ტევადობა დაახლოებით 300 მლნ კუბური მეტრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები