ირაკლი ჩიხლაძე: “იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა
“იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა,- ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
“იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!”,- წერს ჩიხლაძე.
ცნობისთვის დღეს, სავარაუდოდ კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე და რეგიონების საკრებულოებზეც განხორციელდა.