ეკატერინე ტიკარაძე: ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ სტატუსი შეესაბამებათ, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგებათ

ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ სოციალური სტატუსი შეესაბამებათ, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგებათ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“სოციალური დახმარების კონტროლი განახლდა არა 6 თვის წინ, არამედ აგვისტოს თვეში. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და მომდევნო 2 თვის მანძილზე, რომელსაც პროგრამულად შეუწყდა სოციალური დახმარება,მაგრამ მას შეესაბამება ის სტატუსი, რომელსაც ფლობს, აღუდგება სოციალური დახმარება”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები