აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, კახის რაიონში აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დავით გოგიჩაიშვილი დააკავეს.

როგორც უწყებაში აზერბაიჯანულ მედიას განუცხადეს, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ საზვღვრის დამრღვევი აზერბაიჯანის შსს-ს მიერ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის საფუძველზე იძებნებოდა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები