შსს-მ სამეგრელოში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა, ზუგდიდში, 1966 წელს დაბადებული ე.ს.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 121 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 1962 წელს დაბადებული ო.ა.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად კალაშნიკოვის სისტემის “აკა 47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნაა ამოღებულია.
“ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩხოროწყუსა და მარტვილის პოლიციის რაიონული სამმართველოებს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 1955 წელს დაბადებული ნ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით კალაშნიკოვის სისტემის “აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები