ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით ძალაში რჩება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრის ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო ძალაში რჩება.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებულ 700-700 ათასი ლარის გირაოს, ხოლო ავთანდილ წერეთელის მიმართ შეფარდებული 500-ათას ლარიანი გირაოს გაუქმებას ითხოვდნენ.
​ძალაში რჩება დამატებითი ღონისძიებაც, რომლითაც ბრალდებულებს ეკრძალებათ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვება.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე და მიიჩნევდა, რომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ბრალდებულთა სათანადო ქცევას და პრევენციას ახდენს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლის საფრთხეების.
საბოლოოდ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები