საქართველოში აზერბაიჯანის ელჩსა და სუს-ის უფროსს შორის შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ასანოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს შეხვდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს შეხვედაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა, ასევე რეგიონში არსებული გამოწვევები და ის საფრთხეები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის აქტუალურია.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები