დავით მათიკაშვილი: დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება

“დამნაშავეებისთვის საქართველო კომფორტის ზონა ვერ იქნება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ექსტრადირებისას რამე რისკი არსებობს, ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და ექსტადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს. მათიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, კონკრეტულად ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. საქართველო კომფორტის ზონა დამნაშავეებისთვის, ცხადია, ვერ იქნება. თუკი არსებობს რაიმე რისკი რომელიმე ქვეყანაში, სადაც ექსტრადირება ხორციელდება, ეს პირველ რიგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ევროპული სასამართლო ექსტრადირების შეჩერების მექანიზმს იყენებს, ასეთი რამე, ცხადია, არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველო თავისი სამართლებრივი პოლიტიკის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, დგამს ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაიცვას ის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოში არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები