რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით კანონიერად მიიჩნია

“მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს ამ საქმის გამოყენებას.

“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სუმბაევის მხარის პოზიცია. მე არ მიკვირს, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს თუნდაც ამ საქმის გამოყენებას, ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ორმაგი სტანდარტი აქვთ სტრასბურგის სასამართლოს მიმართ, რაც ევროპული ღირებულებების მიმართ ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ამ საქმესთან დაკავშირებით, თუ ჩვენ ადამიანის უფლებების მხრივ ვისაუბრებთ, გადამწყვეტია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად ცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება, სხვა მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპონენტების მხრიდან, მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ისე ევროპული სასამართლოების მიმართ”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები