ტარიელ ონიანი რუსეთიდან ესპანეთშია ექსტრადირებული

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, იგივე “ტარო”, რუსეთიდან ესპანეთშია ექსტრადირებული.

ამის შესახებ რუსეთის შსს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა.

მისი თქმით, ონიანს ესპანეთის სამართალდამცველები დანაშაულებრივი ქმედებისთვის ეძებდნენ.

ონიანმა 9 აპრილს ორენდბურგის ოლქის კოლონია დატოვა, სადაც ის 2009 წლის 18 მარტს მოსკოვში ბიზნესმენის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს. გამოძიების ვერსიით, ონიანი თანამზრახველებთან ერთად ბიზნესმენის გათავისუფლებისთვის 500 ათას დოლარს ითხოვდა.

ე.წ. კანონიერმა ქურდმა ბრალი აღიარა და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები