წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12, ხოლო ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ

სასამართლომ ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილსა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება თეიმურაზ ჩოჩუას, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, აქედან სამი წელი პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ოთხი წელი პირობითი მსჯავრი.

სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები