ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმეს რამე ფაქტი და მტკიცებულება აქვს, მაშინ ვალდებულია მიაწოდოს ისინი შესაბამის ორგანოს

ეს არის ე.წ. შეთქმულების თეორიების განვითარება და მცდელობა, რომ რაიმე ფორმით მოხდეს რომელიმე უწყების დისკრედიტაცია,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პროკურატურაში არსებულ დარღვევებზე, უწყების ყოფილი თანამშრომლის, სალომე ადეიშვილის პოსტს, რომელმაც სამსახური უწყებაში, მისივე თქმით არსებული პრობლემების გამო დატოვა.

“ეს არის ე.წ. შეთქმულების თეორიების განვითარება და მცდელობა, რომ რაიმე ფორმით მოხდეს რომელიმე უწყების დისკრედიტაცია. თუკი ვინმეს რაიმე ფაქტი და მტკიცებულება აქვს, მაშინ იგი ვალდებულია მიაწოდოს ეს ფაქტები და მტკიცებულებები შესაბამის ორგანოს. რა თქმა უნდა კონკრეტული ორგანო იქნება ვალდებული კანონის შესაბამისად იმოქმედოს და წარმართოს გამოძიება”,- განმარტა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები