სტოლტენბერგი თურქეთ-რუსეთის მემორანდუმს გამოეხმაურა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთ-თურქეთის მიერ მიღწეული შეთანხმების შეფასება ამ ეტაპზე ნაადრევია.

მისივე თქმით, 24-25 ოქტომბერს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ.

„ვფიქრობ, შეთანხმების შედეგების შეფასება ნაადრევია“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მისი თქმით, სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც აშშ შუამავლობით იქნა მიღწეული, კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების საფუძველს წარმოადგენს.

„ვხედავთ, რომ პოლიტიკური მოგვარებისკენ სვლაა შესაძლებელი. წინ უნდა ვიაროთ, რომ სირიაში რეალური, პოლიტიკური მოგვარება გვქონდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

22 ოქტომბერს სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციას დღეიდან 150 საათით წყვეტს. ამ ხნის განმავლობაში კი, რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფები, უსაფრთხოების ზონიდან ქურთების ქვედანაყოფებისა და მათი შეიარაღების გაყვანას უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები