500 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა – ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა.

ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალში დარჩენას ითხოვდა ბრალდების მხარე, ვინაიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კვლავ არებობს.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საქმეზე მხოლოდ პოლიციელები არიან მოწმეები. შესაბამისად, მათზე ოქრუაშვილი ზეგავლენას ვერ მოახდენდა. ადვოკატმა გირაოსთან ერთად, შუამდგომლობაში სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც მოითხოვა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები