კახა კალაძე: გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ

0

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს დედაქალაქის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

მისივე თქმით, კორპუსში დღეს სპეციალისტები შევიდნენ, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეამოწმებენ.

“რამდენად მდგრადია შენობა და ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას, ამის შესამოწმებლად კორპუსში დღეს სპეციალისტები შევიდნენ, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეამოწმებენ. არავინ დაგვიტოვებია პრობლემებთან პირისპირ და ანალოგიურად იქნება ამ შემთხვევაშიც. სამწუხარო ფაქტი მოხდა. შესაძლოა, გამგეობამ არ დაიწყოს ძიება კონკრეტული საცხოვრებელი ფართების, რადგან შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონოს და უკმაყოფილო იყოს. მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, ნახოს ბინები, მოიძიოს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, სამმა კლინიკა უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი