ეკა ბესელია: ანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა

ანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს რეაგირება უნდა მოჰყვეს.

“ანრი ოხანაშვილის მიერ ყოველ დილით გაკეთებული, უკვე კომიკურად ქცეული განცხადებები – უპრეცედენტოდ გახსნილი და გამჭვირვალე პროცესი, თავდაყირა დგება, როგორც კი დარბაზში არ უშვებს იუსტიციის საბჭოს წევრს, რომელიც არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი პროცესებთან მიმართებაში. რაც ხდება, ეს არის აბსოლუტური უკანონობა და ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობა, რომელმაც სამწუხაროდ, ეს კომიტეტი გადააქცია იუსტიციის საბჭოს დაქვემდებარებულ სტრუქტურად. მგონია, რომ ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება”, – განმარტა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები