მამუკა მდინარაძე მიქაუტაძეს: 2012 წლამდე სასამართლო იყო თუ არა ნაწილი იმ რეჟიმისა, რომელიც უსამართლობით გამოირჩეოდა?

0

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს 2012 წლამდე და მის შემდგომ პერიოდში სასამართლო სისტემის მმართველობის ფორმების შეფასების კითხვით მიმართა.

“2012 წლამდე თქვენ სასამართლოში არა, მაგრამ პროკურატურის სიტემაში მუშაობდით და შემდეგ უკვე გადაინაცვლეთ სასამართლო სისტემაში. როგორი იყო მართვის, მმართველობის ფორმა საქართველოში 2012 წლამდე და მას შემდეგ და მართვის მეთოდები რამდენად დემოკრატიული იყო 2012 წლამდე და რამდენად დემოკრატიულია დღეს, მათ შორის, თუნდაც სასამართლოსთან მიმართებაში? 2012 წლამდე სასამართლო იყო თუ არა ნაწილი იმ, რბილად რომ ვთქვათ, რეჟიმისა, რომელიც, ასევე რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული უსამართლოობით გამოირჩეოდა. ამაში სასამართლოს ჩართულობა იყო თუ არ იყო?”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი