TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს

TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე აჭარის მთავარ სამმართველოში დღეს 12 საათზე დაიბარეს. საქმე ეხება მუქარას, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მტკიცებით, მის მიმართ ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილი გამგეს მხრიდან ხორციელდება.

სულხან მესხიძის თქმით, მუქარა უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას და დღეს აპირებს გამომძიებლებს მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდოს ინფორმაცია.

დეტალურად კი TV 25-ის საინფორმაციო გამოშვება “მაცნეში” გასული სიუჟეტის შემდეგ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე მედეა მამულაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სულხან მესხიძე ამბობს, მედეა მამულაძე თავდაპირველად მუქარას მაუწყებლის ჟურნალისტზე ეკა ბარამიძეზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი იგი მას და მის ოჯახის წევრს ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები