მამუკა ხაზარაძე: როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალი დასახელდება

როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალი დასახელდება, – ამის შესახებ “ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან და თანაგუნდელ ანა ნაცვლიშვილთან ერთად მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა.
“გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. ერთ წელი დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს გავაკეთებთ, ერთი წლის მერე თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები. შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. მე, მათგან განსხვავებით, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კანონის შესაბამისად მივყვებით ყველა ქმედებას. ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება“, – განმარტა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები