მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: ჩვენ ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან

0

არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მთავარი ადრესატი ისაა, ვისგანაც მუქარა მოდიოდა და გამოძიებამ სწორედ ეს უნდა დაადგინოს.

“არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგან მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის – წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი