წყალტუბოში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

წყალტუბოში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს.

შს სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები