ატოცის მკვიდრი: ოკუპანტებმა ბორდერიზაციის სამუშაოები შეწყვიტეს

“საოკუპაციო ძალებმა დაახლოებით ორი საათის წინ ბორდერიზაციის სამუშაოები შეწყვიტეს ” ,- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ატოცის ერთ-ერთმა მკვიდრმა, ირმა ქველაძემ განუცხადა.
როგორც ქველაძე ამბობს, დღის განმავლობაში არერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

დაახლოებით ორი საათის წინ ოკუპანტებმა შეწყვიტეს სამუშაოები.  დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით. რეალურად სულ რამდენიმე კაცი მუშაობდა და იყო ერთი მანქანა, რომელიც არ ფუნქციონირებდა. ისინი ხელით მუშაობდნენ.
​ძველი ბოძებია ერთი წლის წინანდელი და ამ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს”,- ამბობს ირმა ქველაძე.

შეგახსენებთ, რომ ატოცში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილით განაახლეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
“რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად,​ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები