ექიმი თამარ ბრეგვაძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: ეს იყო შეხვედრა არა მხოლოდ დაპირებებისთვის, არამედ რეალური პრობლემების გაზიარებისთვის

პრემიერ-მინისტრისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის დამთავრების შემდეგ ექიმებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. მათ იმ მთავარ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებზე მთავრობის მეთაურთან საუბრისას გაამახვილეს ყურადღება.
საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ქარელის ფილიალის მორიგე ექიმის თამარ ბრეგვაძის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი თემა დაზღვევის საკითხს ეხებოდა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრე პრობლემაზე, როგორც სასწრაფოს, ასევე ზოგადად ექიმების სახელით. ჩვენ არ გვაქვს დაზღვევა. სერვისს ვაწვდით ხალხს უფასოდ, მაგრამ ჩვენ თავად ვიხდით დაზღვევაში თანხას. ეს იყო ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც. სხვა სამსახურებისგან განსხვავებით, ვისაც მიზნობრივი პაკეტი აქვს, ჩვენ ეს პაკეტი  არ გაგვაჩნია. ყველა სერვისში უნდა გადავიხადოთ თანხა. პრემიერს გავუზიარეთ ჩვენი პოზიცია და მივიღეთ მისგან დაპირებაც“, – განაცხადა თამარ ბრეგვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები