ერდოღანი: ქურთებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 750 წევრი გაათავისუფლეს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიელი ქურთების თავდაცვის ძალებმა ციხეებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ 750 წევრი გაათავისუფლეს, მათგან 195 დაკავებულია.

ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.

ერდოღანმა ასევე სირიაში სამხედრო ოპერაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანკარა ტერორიზმს უსასრულობამდე არ შეებრძოლება.

„თურქეთი, რასაკვირველია, სირიაში ტერორიზმთან ბრძოლას დაუსრულებლად არ აპირებს. ეს სირიის რეჟიმის მოვალეობაა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი დანაპირებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია ახალი ძალით განახლდება.

„თუ აშშ 22 ოქტომბრის საღამომდე დადებული პირობის შესრულებას შეძლებს, უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხი მოგვარებული იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, 22 ოქტომბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უსაფრთხოების ზონის შექნის საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები