რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც მედიკოსები ამბობენ ,სამივე მათგანს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.