ბოლნისში მამაკაცმა მეუღლე მოკლა და პოლიციას ჩაბარდა

ბოლნისის სოფელ ტალავერში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე მოკლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ“ ქვეპუნქტით.

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები