“შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა ყველა დაინტერესებული მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს”

საქართველოს ბიზნესასოციაციის შემდეგ, “შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებს ბიზნესმენებიც ეხმაურებიან.

კომპანია “რედიქსის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ლაშა პაპაშვილის განცხადებით პრემიერი და მთავრობა ბიზნესის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს გაგებით უნდა მოეკიდოს.

“ჩვენი ქვეყნისთვის მთავრია ეკონომიური განვითარებაა. ყველა დაგეგმილი და განსახორციელებელი ცვლილება ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა ყველა დაინტერესებული მხარის შეთანხმებით უნდა მოხდეს. ამასთან, უნდა გაანალიზდეს არსებული სიტუაცია. მისაღები ცვლილებები ძვირი არ უნდა უჯდებოდეს ბიზნესს, მან არ უნდა გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება. პირიქით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების პირობებში წახალისებული უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რაც მთავარია, უნდა ვიმოქმედოთ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად”, – განმარტავს პაპაშვილი.

კომპანია “რედიქსის“ დამფუძნებელისა და გენერალური დირექტორის მოსაზრებით, შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, “ოქროს შუალედის” გამოძებნაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია კონსესუსის მიღწევა და ეს მთავრობის, დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების კარგი მაგალითი უნდა გახდეს, რათა ყველას ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები