ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავა თანამდებობას არ ტოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.
მანამდე, შესაბამისი ინფორმაცია მედიაში დეპუტატების დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძეზე დაყრდნობით გავრცელდა.
„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში“,- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები