ქართული პროდუქცია იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

0

კომპანიის “ეშვი ქიდს“ (Eshvi Kids) მიერ წარმოებული საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ “Eshvi Kids” იაპონურ კომპანიასთან “როჰერმან“ (Roherman) ბიზნეს კავშირები საერთაშორისო გამოფენაზე “პიტი ბიმბო“ (Pitti Bimbo) დაამყარა. ზემოხსენებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც.

გამოფენა “Pitti Bimbo” 2019 წლის ივნისის თვეში, ფლორენციაში გაიმართა, სადაც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, აღნიშნულ კომპანიასთან ერთად, კიდევ სამი ქართული კომპანია “ჟირაფი“, “ანცი“ და “სპილოუ“ იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ამასთანავე, ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით, სათანადო პლატფორმას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი