ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დავით ჭიჭინაძეს პასუხობს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

“საქართველოს ვეტერანი ავიატორების სახელით პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ დღესაც გააგრძელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის მიერ დღეს მედიაში გავრცელებულ წერილს ავიატორებისადმი, იგი ნამდვილად ეკუთვნის ქალბატონ ნათია თურნავას, მაგრამ დაწერილია 2004 და არა 2005 წელს, როგორც ამას აღნიშნავს დეპუტატი.

უფრო მეტიც, ხსენებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნათია თურნავა იმ დროსაც პრივატიზების პროცესის გამჭვირვალე და სამართლიანი გზით ჩატარების მომხრე იყო, თუმცა და თუ ეს ასე არ მოხდა სამინისტროდან მისი წასვლის შემდეგ, ეს კითხვა ბატონმა დეპუტატმა ნათია თურნავას მისამართით არ უნდა დასვას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, დავით ჭიჭინაძე ამბობს რომ, ნათია თურნავამ, 15 წლის წინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, თბილისის აეროპორტის აქციები ისე გადასცა ინვესტორებს, რომ მფრინავებისთვის და ავიატორებისთვის არათუ აქციების შეძენის უფლება, კონპენსაციაც კი არ მიუციათ. რის შედეგადაც ქვეყანა, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, ვეტერანი მფრინავების ნაწილი კი მხოლიდ 22 ლარიან კონპენსაციაზე ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები