ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს – ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ეწურება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ ეწურება. სწორედ ხვალ უნდა წარმოადგინოს კონსორციუმმა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას დაადასტურებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, დავით ჯავახაძის განმარტებით, თუ კონსორციუმი ვალდებულებას ვერ შეასრულებს, საქართველოს პრემიერ- მინისტრი შესაბამის კომისიასთან ერთად გადაწყვეტს გაუხანგრძლივდება თუ არა კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა.
„თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა. თეორიულად ალტერნატივას წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა“,- აცხადებს ჯავახაძე.
როგორც ცნობილია მას შემდეგ, რაც კონსორციუმი ერთ-ერთმა აქციონერმა „კონტი ჯგუფმა“ დატოვა, ინვესტორმა მთავრობას ალტერნატივად ორი კომპანია წარუდგინა. ერთი „მერიდიანი“, (Meridian Capital Limited) რომელიც ბრიტანულ -ყაზახური კომპანიაა, გარკვეულწილად რუსული კაპიტალით და მეორე ჰოლანდიური „ვანორდი“.
ჯავახაძის განმარტებით, „​მერიდიანთა“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა სამთავრობო კომისიას 29 ოქტომბრამდე აქვს. რაც შეეხება ლილაჰდიურ „​ვანორდს“​, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 21 ოქტომბერი სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები