მამუკა ხაზარაძე: პირობა შევასრულეთ და ორი უმსხვილესი ინვესტორი შემოვიყვანეთ

პირობა შევასრულეთ და ორი უმსხვილესი ინვესტორი შემოვიყვანეთ, – ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

“ჩვენ, მიუხედავად ამ თავდასხმებისა, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს მიმართ განახორციელა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მაინც მოვახერხეთ და შემოვიყვანეთ ორი უმსხვილესი ინვესტორი, რომლის ვინაობასაც გაიგებთ მალე. ველოდებით 15 რიცხვს, ხელისუფლების რეაქციას. ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ და შესაბამისად დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას. როგორი შემოტევაც ხდება, თუნდაც ის აბსურდული ბრალდება, რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და კიდევ სხვა, მეტყველებს იმაზე, რომ ანაკლია, არ არის ამ ხელისუფლების ინტერესში,” – განმარტა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტიდან, რომელზეც სახელმწიფომ 58 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო “თიბისი ჯგუფისგან” 72 მლნ დოლარი უკვე გამოყოფილია, ამერიკული “კონტი ჯგუფი” 15 აგვისტოს გავიდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარსადგენად ვადა ხვალ ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები