საქართველოს ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება. ამის შესახებ მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა არაგვიჰესზე ვიზიტისას განაცხადა.

თვალებეიშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ადგილობრივი რესურსებით დაკმაყოფილდეს.
„ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და დაახლოებით 40-მდე ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

არაგვიჰესი 2 ერთ-ერთია იმ 11 ჰიდროსადგურიდან, რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემას ბოლო 2 წლის მანძილზე შეემატა. მათი დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები