აზერბაიჯანი Lapis-Lazuli-ის სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების გაზრდას აანონსებს

0

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსთაფაევის განცხადებით, Lapis-Lazuli-ის სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზრდება.
„ბოლო წლებში აზერბაიჯანი ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძად ყალიბდება. ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე გადის Lapis-Lazuli-ია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი მეშვეობით ავღანეთიდან წამოსული ტვირთების ტრანზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავალში ამ დერეფნის კიდევ უფრო განვითარებას ვგეგმავთ“, – განუცხადა მუსთაფაევმა აზერბაიჯანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ Lapis-Lazuli ეს არის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი