ჯავიდ ყურბანოვი: აზერბაიჯანი მეზობელ ქვეყნებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანის დაწყებაში ეხმარება

აზერბაიჯანი მზადაა დაეხმაროს და ეხმარება კიდეც მეზობელ ქვეყნებს იმაში, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე სამგზავრო გადაზიდვები დაიწყონ. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ჯავიდ ყურბანოვმა განუცხადა. „ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, იმისათვის რომ მგზავრების გადაყვანა დავიწყოთ, თუმცა ქართულ და თურქულ მხარეებს არ აქვთ ლოკოლოტივები იმისათვის, რომ მატარებლები მოძრაობაში მოიყვანონ. პრობლემებია სამუხრუჭე სისტემებთან დაკავშირებითაც“- განაცხადა ყურბანოვმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მეზობლებს ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმაროს.

თურქული გამოცემა railturkey.org -ის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული პრობლემების გარდა, ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით სამგზავრო გადაზიდვების დაწყებას ის გარემოებაც აფერხებს, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მოუგვარებელია საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები