“2021 წელს ჩხოროწყუ იქნება სრულიად გაზიფიცირებული“ – ჩხოროწყუში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად, მოსახლეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, კირცხი, ლეწურწუმე, საროდონაიოს უბანი და ახუთიში, შეხვდნენ.
სამთავრობო პროექტის, „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – დავით ფარცვანიამ, ჩხოროწყუს მერმა – დავით გოგუამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
„მთავარი პრობლემა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ იყო გაზის და წყლის პრობლემა. გაზიფიკაციის პრობლემა ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად მოგვარებულია, რადგან დაქსელვითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ქალაქის მასშტაბით. აღნიშნული ეტაპი კი გადავა სოფლებში 2020 წლიდან და 2021 წელს ჩხოროწყუ იქნება სრულიად გაზიფიცირებული“,- განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა დავით ფარცვანიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად სასმელი წყლის პრობლემა, გარე განათება, შიდა გზების და ტყე-კაფის პრობლემა გამოკვეთა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები