რომან კაკულია: საკრედიტო რეიტინგის არსებობა ნიშნავს გარანტიას, რომ აქ არის გარემო, სადაც ინვესტირება ღირს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას აფასებს. მისი თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში ინვესტიციის ჩადება ღირს.
„რადგან ჩამოთვლილია ყველა რეფორმა, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – საპენსიო რეფორმა, განათლებისა და საგადასახადო რეფორმა, კერძო და საჯარო თანამშრომლობა, გარედან მოზიდული თანხების ინფრასტრუქტურაში ჩადება – ნიშნავს, რომ ეს სწორი მიმართულებაა. გამოწვევებიც ძალიან მკაფიოდ არის დანახული საგარეო ვალთან და მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებით. ვალის შემცირების ტენდენცია დანახულია 2021 წლიდან, რაც თავისთავად კარგია. ეს სპეციფიკური მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციაა. ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური პრობლემა აქვს, კარგად რომ გაიგოს რაზეა ლაპარაკი, განვმარტავ, საუბარია იმაზე, რომ ქვეყნისთვის, სადაც შეზღუდული რესურსებია და ასე მძაფრად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნიდან რესურსების მოზიდვაზე, საკრედიტო რეიტინგის არსებობა ნიშნავს გარანტიას ამ ადამიანებისთვის, რომ აქ არის გარემო, სადაც ინვესტირება ღირს, ეს ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარებას უკავშირდება“, – განაცხადა დეპუტატმა.
​საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები