იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
​სამართალდამცველებმა რ.ყ. წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 65 აბი “სუბოქსინი” ნივთმტკიცებად ამოიღო.
​გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები