გარემოსდაცვითი პატრულირებისთვის ახალციხეში თანამშრომლებს შეარჩევენ

სამცხე-ჯავახეთში, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებაში ვაკანსიები გამოცხადდა. თავისუფალი სულ ოთხი ადგილია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოსტზე – ერთი, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ ადგილზე სამი ვაკანსია გამოცხადდა.

კანდიდატის ფუნქციებში შევა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას სამართალდარღვევების თავიდან აცილება. ასევე მათი გამოვლენა და აღკვეთა. უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში.

პატრულირების განხორციელება განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად; პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ხელმძღვანელის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით; თანამშრომლების შერჩევა სამ ეტაპს მოიცავს: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება. სავალდებულოა პირს ავტომანქანის მართვის მოწმობა ჰქონდეს. მან ასევე უნდა გადალახოს ფიზიკური ნორმატივების მინიმალური ზღვარი. გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამმართველოში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა – „მასში 25 თანამშრომელი უნდა იყოს, ეს პოზიციები დარჩენილი ვაკანტური თანამდებობებია“, – განმარტავენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები