„არქის” დამფუძნებელი – როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იქნება მაქსიმალური ჩართულობა, 24 საათიანი პირდაპირი კომუნიკაცია და ინვესტიციების მხარდაჭერა

როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ნებისმიერი, თუნდაც მცირე დონის ინვესტიციაზე იქნება მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მოხდეს საკითხების მოგვარება, ბიზნესის მხარდაჭერა, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ პრემიერ-მინისტრის და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ კონკრეტულ პრობლემებზე, მათ შორის საბანკო რეგულაციებზე. ასევე, 41-ე დადგენილებაზე გვქონდა საუბარი დეველოპერებს. რაც შეეხება პრემიერ მინისტრის დამოკიდებულებას და სურვილს, რამაც კმაყოფილების საფუძველი დაუტოვა ბიზნესს, იყო ის რომ იქნება მაქსიმალური ჩართულობა, 24 საათის განმავლობაში პირდაპირი კომუნიკაცია და ნებისმიერი თუნდაც მცირე დონის ინვესტიციის ბოლომდე მხარდაჭერა.

ასევე, ის რომ რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მოხდეს საკითხების მოგვარება, ბიზნესის მხარდაჭერა და ინვესტიციების მოზიდვა. სწორედ ეს იყო მთავარი მესიჯი, რაც გააჟღერა პრემიერ მინისტრმა და რაც მიიღო დღეს ბიზნესმა,”- განაცხადა ილია წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები