ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან არსებული გამოწვევები განიხილა

საქართველოს ბიზნესის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საქართველოში მოქმედი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებმა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი: ბექა ლილუაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის მიზანი იყო, სამინისტროს ხელმძღვანელობას უშუალოდ ბიზნესგაერთიანებებისგან მოესმინა მთავარი პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მათთვის ყველაზე პრიორიტეტულია.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიზნესს, რათა შემდეგ დროულად მოხდეს მათი მოგვარება. ნათია თურნავას თქმით, პრემიერის დავალებით გააქტიურდება კომუნიკაცია ბიზნესთან. მისი თქმით, შემდგომ შეხვედრებზე უკვე კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა მოხდება, რომელთაც სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნესის ჩართულობის გაზრდაზე ისეთი ნორმატიული ბაზის ცვლილებებისას, რომელიც ბიზნესის საქმიანობის რეგულირებას შეეხება. ასევე ხაზი გაესვა საერთო სასამართლოებში გაჭიანურებული ბიზნეს დავების საკითხს და სხვა აქტუალურ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები