“ყველა იმ საკითხზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”- ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, ლესიჭინე, თაია,ზუმი და მუხურში მოსახლეობას შეხვდნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხა-ჩხოორწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდვამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

“ამჯერად ტყე-კაფის პრობლემები გამოიკვეთა და 20 ოქტომბრისთვის სოფელს გამოეყოფა ტყე-კაფი და ექნებათ საშუალება ისარგებლონ ამით. ასევე არის გზების პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაპროექტება და მუნიციპალიტეტი დაპროექტების პროცესში იმყოფება. ყველა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს, პერიოდულად ექნებათ მათ ინფორმაცია ასეთი შეხვედრების საშუალებით, რომ გაიგონ რა კეთდება, რა საშუალებები გააჩნია ხელისუფლებას პრობლემური საკითხების, სწრაფად მოგვარებისთვის” – აღნიშნა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღ​ება.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა, სასმელი წყლის, ტყე-კაფის და შიდა გზების პრობლემა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები