აგვისტოში ბანკების წინააღმდეგ მომხმარებელთა 1 412 საჩივარი დაფიქსირდა

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, აგვისტოში კომერციული ბანკების წინააღმდეგ 1 412 საჩივარი შევიდა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით საჩივრების რაოდენობა 161%-ით გაიზარდა.
2019 წლის აგვისტოში პრეტენზიების სამეულშია:

მიმდინარე ანგარიში – 1 098 განაცხადი
სამომხმარებლო სესხი – 99 განაცხადი
საკრედიტო ბარათი – 25 განაცხადი
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ აგვისტოს მონაცემებს, ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 7 227 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 95,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს.საფინანსო ბაზარზე დღეისათვის 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები