მამუკა მდინარაძე: უკანონონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს არ შეიძლება ყავდეს დაზარალებული. დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი

„სისხლის სამართლის კოდექსში არის უამრავი მუხლი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული და ეს დანაშაულს არ გამორიცხავს. ასეა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე. ასიდანდან ას პროცენტში აქ არც დაზარალებულია და არც მომჩივანი”,-ამის შესახებ ფრაქცია”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, უკანონონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეს არ შეიძლება ყავდეს დაზარალებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო და საჯარო ინტერესი.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები