გიორგი გახარია: ცოტა უფრი იაფადაც შესაძლებელია ეროვნული ბანკის შენობის აშენება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთ კითხვაზე – უნდა დაიხარჯოს თუ არა ეროვნული ბანკის შენობის ასაშენებლად ჯამში 58 მილიონი, კერძოდ 50 მლნ უშუალოდ შენობისთვის და 8 მლნ მიწის ნაკვეთისთვის, პრემიერმა უპასუხა, რომ არ უნდა დაიხარჯოს ამხელა რესურსი, რადგან შესაძლებელია ეფექტურად აშენდეს უფრო იაფადაც.

“ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ორგანო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ გადის, თუმცა მიუხედავად ამისა გეტყვით, რომ ამხელა რესურსი ორგანოს, თუნდაც ეროვნული ბანკი იყოს, მაკონტროლებელი ორგანოს შენობის ასაშენებლად არ უნდა დაიხარჯოს, მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი ისეთი შენობის აშენება ამ ქალაქში, რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება”, – აცხადებს გიორგი გახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები