ინფორმაციას, რომ მოკლული დავით მუმლაძე მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში იყო ჩართული შსს-ში არ ადასტურებენ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ მოკლული დავით მუმლაძე, თითქოს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

“აღნიშნული პირი მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართული არ ყოფილა”, – განუცხადეს “კვირას” შსს-ში

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ექვსი პირი მიეცა , მათგან ხუთი პატიმრობაშია ერთი კი,ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებიან, ძებნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები